ფილმმა „მზეთუნახავი და ურჩხული“, რომელიც „დისნეის“ კლასიკური მულტფილმის რიმეიქია, კინოგაქირავებაში მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავა და ამ გზით ჰოლივუდის ისტორიაში ათ ყველაზე შემოსავლიან ფილმებს შორის მოხვდა. შეგახსენებთ, რომ მთავარ როლებს მასში ემა უოტსონი, დენ სტივენსი და ლუკ ევანსი ასრულებენ.
ამ მომენტისთვის, პროექტის მოგებამ 1,221 მილიარდი დოლარი შეადგინა. გამოქვეყნდა ჰოლივუდის ათი ყველაზე წარმატებული პროექტის განახლებული სიაც, რომელიც ასე გამოიყურება:
- „ავატარი“ – 2,787 მილიარდი დოლარი
- „ტიტანიკი“ – 2,186 მილიარდი დოლარი
- „ვარსკვლავური ომები: ძალების გამოღვიძება“ – 2,068 მილიარდი დოლარი
- „იურული პერიოდის სამყარო“ – 1,671 მილიარდი დოლარი
- „შურისმაძიებლები“ – 1,518 მილიარდი დოლარი
- „ფორსაჟი 7“ – 1,516 მილიარდი დოლარი
- „შურისმაძიებლები: ალტრონის ერა“ – 1,405 მილიარდი დოლარი
- „ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები (ნაწილის 2)“ – 1,341 მილიარდი დოლარი
- „გაყინული“ – 1,287 მილიარდი დოლარი
- „მზეთუანახვი და ურჩხული“ – 1,221 მილიარდი დოლარი