LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უზარმაზარი სახლი 27 საძინებლით – სად იცხოვრებენ ბრუკლინ ბექჰემი და ნიკოლა პელტცი დაქორწინების შემდეგ

994
107896239-637221070227934-7629207371114505467-n

რამდენიმე დღის წინ ინფორმაცია გავრცელდა, რომ დევიდ და ვიქტორია ბექჰემების ვაჟი, ბრუკლინ ბექჰემი  მილიარდერის ქალიშვილზე, ნიკოლა პელტცზე  დაინიშნა. ამის შესახებ თავად ბრუკლინმა განაცხადა „ინსტაგრამის“ საშუალებით. ასე რომ სულ მალე, კიდევ ერთი ვარსკვლავური წყვილის ვარსკვლავურ ქორწილს ვიხილავთ.

მედია აჭრელდა სათაურებით „ბრუკლინ ბექჰემი მილიარდერის ქალიშვილზე დაინიშნა“ და საზოგადოებაშიც გაჩნდა ლოგიკური კითხვა, რატომ უსვამენ ხაზს ბრუკლინის საცოლის სოციალურ სტატუსს ასე ზედმიწევნით, მაშინ, როდესაც ბექჰემებიც უზარმაზარი ქონების მფლობელები არიან. თუმცა, როგორც ირკვევა, საუბარი კოლოსალურ თანხებზეა.

უკანასკნელი მონაცემებით, ბექჰემების ოჯახი 335 მილიონი ევროს მფლობელია,  რაც შეეხება ბრუკლნის რჩეულის ოჯახს, მათი საერთო მემკვოდრეობა 1.3 მილიარდ ევროს აჭარბებს. ნიკოლა პელტცის მამა, ნელსონ პელტცი კომპანია Trian Fund Management-ის დამფუძნებელი და მმართველია. მას თავის მეუღლესთან 35 წლიანი ქორწინება აკავშირებთ. ნიკოლას 9 და-ძმა ჰყავს.

უკვე ცნობილი გახდა, თუ სად იცხოვრებს ახლადდაქორწინებული წყვილი. უზარმაზარ სახლში, 27 საძინებელია განთავსებული და ის ნამდვილ საგრაფო სასახლეს ჰგავს. საცხოვრებელი კომპლექსი ნიუ-იორკის გარეუბანში, ბრიუს უილისის სახლის მახლოლად მდებარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები