LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ბრუკლინ ბექჰემი მილიარდერის ქალიშვილზე დაინიშნა

701
yq-brookbeck-12072021

მალე კიდევ ერთი ვარსკვლავური წყვილის ქორწილი გაიმართება. დევიდ და ვიქტორია ბექჰემების უფროსი ვაჟი, ბრუკლინი მსახიობ ნიკოლა პელტციზე დაინიშნა. აღნიშნული ინფორმაცია ბრუკლინმა „ინსტაგრამზე“ თავად გაავრცელა.

„მე მას ვკითხე, გამომყვებოდა თუ არა ცოლად და მან მიპასუხა დიახ, უბედნიერესი მამაკაცი ვარ, საუკეთსო მეუღლე და ერთხელაც, საუკეთსო მამა გავხდები, მიყვარხარ პატარავ“, – ასე დაასათაურა ბრუკლინმა ფოტო

ცნობისთვის, 21 წლის ბრუკლინი და 25 წლის ნიკოლა ერთმანეთს 7 თვე ხვდებიან. ნიკოლა პელტცის მამა, ნელსონ პელტცი კომპანია Trian Fund Management-ის დამფუძნებელი და მმართველია. მისი ქონება 1, 72 მილიარდ დოლარს შეადგენს.

https://www.instagram.com/p/CCgN-Vel63f/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები