LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეთრი სახლის ფოტოგრაფი ტრამპს “ტროლავს”

74

თეთრი სახლის ყოფილი ფოტოგრაფი პიტ სოუზა დონალდ ტრამპსა და ამერიკის ყოფილ პრეზიდენტ ბარაკ ობამას შორის კონტრასტული განსხვავებების საჩვენებლად “აჩვენე, არ თქვა” ტექნიკას იყენებს.

მას შემდეგ, რაც ტრამპმა თანამდებობა დაიკავა, სოუზა მუდმივად აქვეყნებს მის პირად ინსტაგრამზე ფოტოებს, რომლებიც ბარაკ ობამას პრეზიდენტობის პერიოდს ასახავს, თან ფოტოების გამოქვეყნება მნიშვნელოვან მოვლენებს ეხება. მის გვერდს 1.4 მილიონი გამომწერი ჰყავს.

მაგალითად, როცა ტრამპი რომის პაპს შეხვდა, სოუზამ ინსტაგრამზე ბარაკ ობამასა და პაპს შორის გულთბილი შეხვედრის კადრი ატვირთა.

კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პოსტი სახელით “ჩაკიდებული ხელები” სოუზამ მაშინ გამოაქვეყნა, როცა მსოფლიო მედიაში გავრცელდა ვიდეო და ფოტო მასალა, თუ როგორ იშორებდა მელანია მისი მეუღლის ხელს.

 

https://www.youtube.com/watch?v=SRPx0CIzAKM

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები