ირაკლი ოქრუაშვილი ფოტოს აქვეყნებს, სადაც მისი თქმით, ცხინვალის თავზე აღმართული რუსული ანძა ჩანს. ოქრუაშვილი ამბობს, რომ ამ ანძის მეშვეობით რუსეთი აღმოსავლეთ საქართველოს ნახევარზე ყველაფერს უსმენენ.
მისი თქმით, ანძა ახალი დადგმულია.
“განათებული ხაზი ჯვარი არ გეგონოთ რომელიმე ეპარქიაში. წვერიახოს მთაზე, ცხინვალის თავზე რუსების ანძაა (პილინგატორი) რომლითაც აღმოსავლეთ საქართველოს ნახევარზე რაციიდან დაწყებული მობილურით დამთავრებული ყველაფერს უსმენენ. შარშან “კურორტზე” ვიყავი და არ მახსოვს, შარშანწინ არ იყო.
ეგაა ივანიშვილის რუსეთში ბიზნესის შენარჩუნების (არგაღიზიანების) პოლიტიკა” – წერს ირაკლი ოქრუაშვილი.