გაყინული პური ადვილად აღდგება და ინარჩუნებს სიახლეს. ამის შესახებ აღნიშნულია momxmarebeli.ge-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც ვკითხულობთ, მაცივარში შენახვა უარყოფითად მოქმედებს პურის ხარიხსზე. იგი ადვილად იძენს სხვადასხვა სუნს და მალე ძველდება. სამაგიეროდ, გაყინული პური ადვილად აღდგება და ინარჩუნებს სიახლეს.
გარდა ამისა, კვლევებში აღნიშნულია გავრცელებული პროდუქტის შენახვის ტრადიციების შესახებ ინფორმაცია, რაც ხშირ შემთხვევაში მცდარია.
მაგალითად:
- სჯობს მაცივარში ბოსტნეულთან ერთად არ შევინახოთ ვაშლი, მსხალი, პომიდორი და წიწაკა, რადგან შენახვისას ისინი გამოყოფენ ეთილენს, რომელიც ბოსტნეულში მიმდინარე ბიოქიმიური პროცესების კატალიზატორს წამოადგენს. ეს კი ბოსტნეულის სწრაფ გაფუჭებას უწყობს ხელს;
- ნუ დაელოდებით საკვების ოთახის ტემპერატურამდე გაცივებას, სჯობს იგი მალევე შედგათ მაცივარში, ვინაიდან 30-40C ყველაზე ხელსაყრელი ტემპერატურაა მიკროორგანიზმების განვითარებისათვის. ამ ქმედებით მაცივარს არაფერი დაუშავდება, სამაგიეროდ კერძი უკეთესად შეინახება, თუ იგი მაცივარში გაცივდა.
- არ არის მიზანშეწონილია ერთმანეთის გვერდით შევინახოთ მზა კერძი და ნედლი ხორცი ან თევზი, რომლებმაც შესაძლოა მზა კერძის პათოგენური მიკროორგანიზმებით დაბინძურება გამოიწვიოს;
- არ არის რეკომენდებული ყველისა და შებოლილი პროდუქტების ერთად შენახვა;
