LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორია საქართველოს მზადყოფნა კოვიდ-19-ის შესაძლო მეორე ტალღისთვის

86
Untitled

საქართველოს ჯანდაცვის სისტემა კორონავირუსის გავრცელების მეორე ტალღისთვის მზად არ არის. ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი სამედიცინო საკითხებში გიორგი ფხაკაძემ პარიზიდან ისაუბრა.

მისივე თქმით, საზღვრების გახსნის შემდეგ, სასაზღვრო კონტროლის მიუხედავად, საქართველოში კოვიდდადებითი ტურისტი მაინც შემოვა, რაც ქვეყანას დამატებით პრობლემებს შეუქმნის. ფხაკაძის განცხადებით საქართველო უსაფრთხო  სიტუაციას ინაჩუნებს იმიტომ,რომ არ არის საზღვრები გახსნილი,თუმცა როგოც კი გაიხსნება საფრთხე საგრძნობლად გაიზრდება რადგან ინკუბაციის პერიოდში ვირუსი ასიმპტომურია.

ის მექანიზმები, რაც სასაზღვრო კონტროლისას იქნება, ძალიან ზედაპირულია. ჩვენ მაინც გამოგვეპარება პოზიტიური ხალხი. ეს არის რეალობა, რომელსაც ვერ ავცდებით.

მოდით, სიმართლეს გავუსწოროთ თვალი, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა მეორე ტალღისთვის მზად არის. ის შეზღუდვები რომელიც მიღებულია, იმიტომ არის, რომ ხელისუფლებაში ჩემზე უკეთ იციან, რომ მეორე ტალღისთვის ქვეყანა მზად არ არის,”-განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g