სულ მალე სამედიცინო სერიალის „გრეის ანატომიის“ ახალ, მე-17 სეზონს ვიხილავთ. თანაც, ახალი სეზონი ჩვენი დროის ყველაზე აქტუალური საკითხით, კორონავირუსის პანდემიის თემატიკით იქნება დატვირთული, სერიალში covid-19-ის ისტორიები გაჟღერდება.
შოუს აღმასრულებელმა პროდიუსერმა, კრისტა ვერნოფმა Entertainment Weekly-სთან განაცხადა, რომ ყოველი ახალი სეზონის გამოშვებამდე, მსოფლიოს წამყვანი ექიმებისგან იღებენ რჩევებს და რეალურ ისტორიებს უსმენენ.
„ცხადია, პანდემიის თემას აუცილებლად შევეხებით, წარმოუდგენელია სერიალში არ გადმოვცეთ ის ამბავი, რომელიც ყველა ჩვენგანს შეეხო“, – განაცხადა ვერნოფმა
ცნობისთვის, ახალი სეზონის გადაღებები ჯერჯერობით არ დაწყებულა, თუმცა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ წინ ნამდვილად ძალიან საინტერესო და დრამატული სიუჟეტი გველოდება. შეგახსენეთ, სერიალი უკვე 15 წელია მიმდინარეობს.