LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – 24 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

347
მიხეილ ცაგარელი

დღე გეომაგნიტურია, რაც ადამიანთა გულ-სისხლძარღვოვან და ნერვულ სისტემას პრობლემებს შეუქმნის, შესაძლოა წნევასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა იჩინონ თავი, ამიტომ  დაისვენეთ და წამლების პროფილაქტიკა მიიღეთ.

პოზიტიური და ნეგატიური დღე  – კარგი დღეა კარმული პრობლემების გადასაწყვეტად, რთული საქმეების მოსაგვარებლად, კარგი დღეა მონანიებისთვის, აღსარებისა და ზიარებისთვის, დალაგებისთვის, ქიმწმენდისთვის, საფინანსო-საბანკო საკითხების მოსაგვარებლად, მანიკურისა და პედიკურისთვის. მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას, სულსწრაფ და სარისკო მოქმედებებს, სასიყვარულო კონტაქტებსა და ქორწინებას, წყლის   ტრანსპორტით გადაადგილებას.

ჯანმრთელობა – დღეს სუსტდება ნაწლავთა სისტემა, კუჭქვეშა ჯირკვალი და ელენთა, ოპერაციები ამ ორგანოებზე განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ შეიძლება.

დღის ფერები და მინერალები  – მწვანე, ვერცხლისფერი, ოქროსფერი, კრემისფერი და ყავისფერი. მინერალებიდან გამოიყენეთ მწვანე და ყვითელი იასპი, ონიქსი, მალაქიტი და აქატი, ეს  ქვები თქვენდამი დადებით კოსმიურ ენერგიებს მოიზიდავს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძის, კუროს, კირჩხიბის, თხის რქისა და თევზებისათვის, დღე დაძაბულია ლომთათვის, სასწორთათვის და მშვილდოსანთათვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები