ფეისბუქგვერდი „შაქარაშვილის ხსოვნას“ აქვეყნებს საქმის ბრალდებულების ფოტოებს და წერს:
„იცნობდეთ შაქარას მკვლელობაში ბრალდებულებს და რაგბის შემარცხვენლებს (არა მარტო ესენი)“.
გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის და ანი შაქარაშვილი ეს პოსტი გაიზიარა სოციალურ ქსელში, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
„ადამიანების არამსგავსნი, თქვენს სიცოცხლეს რა ფასი აქვს, ყველანი სამუდამოდ ციხეში უნდა იყვნენ“, – ვკითხულობთ პოსტის კომენტარებში.
შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 26 ივნისს 17 პირი დააკავა.
უწყება არ გამორიცხავს, რომ დაკავებულ პირთა სია კიდევ გაიზარდოს.
https://www.facebook.com/shakarashviliani/posts/4329098967130758