მას შემდეგ, რაც ტელევიზიების მიერ უამრავი ექსპერიმენტი ჩატარდა, გიორგი შაქარაშვილის ბიძამ და მისი ოჯახის უფლებდამცველმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც სავარაუდო მკვლელობის ადგილას არის ჩაწერილი.
"ნახე მკლავდნენ ბიჭო, შერყევა არ მაქვს, ტანზე არაფერი მჭირს, ცხვირი გამიტეხეს"
"მინდორში ვეძებეთ, ბიჭო...ხო არ დაბრიდესმეთქი, პირდაპირ ბიტებს გვირტყამდნენ"- ახალი ჩვენებები შაქარაშვილის საქმეში
ღამით ჩატარებულ ექსპერიმენტში, მირიან ნიკოლაძე ცდილობს დაუზიანებლად ჩაირბინოს ფერდობი, რომელიც არაგვისპირამდე ჩადის.
ვიდეოში ჩანს, რომ ის და მისი თანმხლები პირიც, რომელიც მდევრის ფუნქციას ასრულებს, ამას ახერხებენ.
“ხომ უნდა ვიცოდეთ სიმართლე რა მოხდა? ანუ შეიძლება ისე ჩამოირბინო მობილური ფარნის შუქზე, რომ არაფერი დაგემართოს, რა ვიცი, ჩემთვის და შენთვის ნათელია…” – ამბობს მირიან ნიკოლაძე ვიდეოში.
ექსპერიმენტი იმითაა მნიშვნელოვანი, რომ თავიდანვე გაჩნდა კითხვები, იმის შესახებ რამდენად მოახერხებდა გიორგი შაქარაშვილი გვიან ღამით, იმ სირთულის ფერდობზე ჩარბენას, როგორზეც მოულოდნელად აღმოჩნდა.
ექსპერიმენტებს უკვე ჰყავთ კრიტიკოსები, რომლებიც ამბობენ, რომ მირიან ნიკოლაძემ ერთი გარემოება ვერ გაითვალისწინა – შაქარაშვილს არ ჰქონდა მობილური ტელეფონი, შესაბამისად, გზას ვერ გაანათებდა.
ცნობისთვის, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირი დააკავეს. გუშინ პროკურატურამ 11 პირის საქმე ცალკე გამოყო. რომელთაც ბრალად ედებათ ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ძალადობა.
მირიან ნიკოლაძე კი დანაშაულის ჩადენას 6 პირს აბრალებს: მისი ვერსიით, “ტოიოტა ქემრის” ავტომობილში მყოფმა პირთა ნაწილმა შაქარაშვილის დევნა განახორციელა, ნაწილმა (ორმა ან სამმა პირმა) მას გზა მოუჭრა, რის გამოც შაქარაშვილს სწორედ ამ ფერდობზე მოუწია ჩასვლა. ბიძისა და ადვოკატის მტკიცებით, შაქარაშვილი სწორედ ფერდობზე ჩასვლის შემდეგ მოკლეს.