LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანია 170 მლნ ევროს სესხს და 28,5 მლნ ევროს გრანტს გამოგვიყოფს

119
72e351f47d37199add75c8da5dd0a735

გერმანია საქართველოში საინვესტიციო პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის გაფორმდა შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს გერმანიის მიერ საქართველოსათვის დაახლოებით, 170 მლნ ევროს ოდენობით სესხისა და 28,5 მლნ ევროს ოდენობის გრანტის გამოყოფას.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ჰუბერტ ქნირშმა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, თანხა მიმართული იქნება ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა: ურბანული განვითარება, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, ენერგოეფექტურიბა, გარემოს დაცვის ღონისძიებები.

დღეის მდგომარეობით, გერმანიის მიერ ფინანსური და ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოსთვის გამოყოფილია დაფინანსება 1 მილიარდ ევროზე მეტი – გრანტის, ტექნიკური დახმარების და შეღავათიანი სესხის სახით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g