თბილისში გოგი თოფაძის შვილიშვილი დაჭრეს. ინფორმაციას გოგი თოფაძე “მთავარ არხთან” სატელეფონო საუბარში ადასტურებს.
თოფაძის თქმით, მის შვილიშვილს 4 ჭრილობა აქვს მიყენებული.
“ჯერ კიდევ არ ვიცით გადარჩება თუ არა. ოთხი დანა დაარტყა, შემოვარდა იმასავით….
ახლა ვართ საავადმყოფოში და შეიძლება კიდე დასჭირდეს ოპერაცია. ის კაცი ნასვამი იყო და არ ვიცი ვიღაცა მოსწონდა, თუ ვიღაცა სხვა ქალი ჰყავდა…მე არ ვიცი, არც ვიცნობ იმას, მაგრამ ვიცი, რომ ადრეც არაერთი კაცი დაუჭრია და პოლიციამაც იცის, რომ ასეთი უბედურებების გამკეთებელია”, – ამბობს გოგი თოფაძე “მთავართან” სატელეფონო საუბარში.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა გამთენიისას, სავარაუდოდ ლისზე მოხდა.
“ფორტუნა” ცდილობს დამატებითი ინფორმაცია მიიღოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან და მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.