სოფელ ლენჯერში დაკარგულ ილია ფილფანს უკვე მე-18 დღეა უშედეგოდ ეძებენ. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია ყველა სახელმწიფო სტრუქტურა. მოზარდს მოხალისეებიც ეძებენ.
ტერიტორიული ერთეულში მერიის წარმომადგენელი “ფორტუნასთან” მოზარდის გაუჩინარების ერთ-ერთ ვერსიაზე საუბრობს და ამბობს, რომ შესაძლოა ბავშვი მდინარემ გაიტაცა.
“სამძებრო სამუშაოები ერთი დღითაც არ შეწყვეტილა. ვეძებთ ყველგან, მაგრამ კვალი არსად არ ჩანს. სამუშაოებში ჩართულია, როგორც სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი მოსახლეობა და მოხალისეები. ვეძებთ ზღვის სანაპიროებზეც, მაგრამ ამ დრომდე, ვერ მივაგენით. ოჯახს იმედი აქვს, რომ ბავშვი შეიძლება სადმე იყოს.
ჩვენთან სოფელში ისეთი ჩქარი მდინარე მოედინება, რომ თუ იქ გადავარდა, ვერ ვიპოვიდით. ამ ადმინისტრაციულ ერთეულში 4 შემთხვევა იყო ასეთი. სატვირთო მანქანიანად გადავარდნილა, ვერც ადამიანი და ვერც სატვირთო გვიპოვია.
ღმერთმა ნუ ქნას, რომ ასე იყოს, მაგრამ ველოსიპედიანი ბავშვი თუ ამ მდინარეში გადავარდა, ვერ ვიპოვიდით. ბავშვი ჭკვიანი და გავნითარებულია, მაგრამ ამდენი ხანი თავის რჩენას და დამოუკიდებლად ცხოვრებას ვერ შეძლებდა” – აცხადებს მურთაზ გულედანი.
შეგახსენებთ, რომ 13 წლის მოზარდი, ილია ფილფანი სახლიდან 18 ივლისს, ველოსიპედით გავიდა და მისი კვალი სოფლის გზასთან იკარგება.
“რომ ვნახავ, ვკითხავ რატომ წავიდა” – სად შეიძლება იყოს სვანეთში დაკარგული 13 წლის ილია