LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს ცოტნე გამსახურდიას დაბადების დღეა: როგორ გამოიყურება ხანგრძლივი რეაბილიტაციის შემდეგ

632
pjimage (1)

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილი, ცოტნე გამსახურდია დღეს 44 წლის გახდა. ცოტეს მეუღლე, ანა ჯაბაური სოციალურ ქსელში მის ფოტოს აქვეყნებს და დაბადების დღეს ულოცავს.

“ცოტნე 44 ისევ ბრძოლაში… მაგრამ ოპტიმისტურად HB” – წერს ანა ჯაბაური.

 

https://www.facebook.com/anajabauri/posts/10219555462572012

 

პოსტს ცოტნე გამსახურდიას ძმა, კონსტანტინე გამსახურდისაც აზიარებს და  წერს, რომ მისი გამოჯანმრთელობის პროცესი საიმედოდ წინ მიდის.

“დღეს ცოტნეს დაბადების დღეა. ვულოცავთ!
უჩვეულო პირობებში ხვდება ამ თარიღს, ჰაიდელბერგის შმიდერის კლინიკაში. გერმანელი ექიმები საკმაოდ ოპტიმისტურად არიან, გამოჯანმრთელების პროცესი ნელა, მაგრამ საიმედოდ წინ მიდის. ეს ფოტოც, რომელიც რამოდენიმე დღის წინაა გადაღებული, ამაზე მეტყველებს.
რეაბილიტაციის პროცესი ბოლომდე მივა. საქართველოს საელჩო გერმანიაში ახორციელებს ყოველდღიურ მონიტორინგს. დაფინანსება არ შეწყვეტილა და არც შეწყდება”, – წერს კონსტანტინე გამსახურდია.

 

შეგახსენებთ, ექს პრექზდენტის ვაჟი 2019 წლის 19 დეკემბერს მძიმედ დაჭრეს. მას თბილისში რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც, თურქეთის კლინიკაში, ხოლო მოგვიანებით, გერმანიაში გადაიყვანეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g