სტამბოლში თვითმფრინავს, რომელშიც ქართველი მგზავრები იმყოფებოდნენ, აფრენიდან დაახლოებით 20 წუთში მეხი დაეცა. მფრინავმა მოახერხა, თვითმფრინავი უკან, ათათურქის აეროპორტში უსაფრთხოთ დაებრუნებინა.
დაახლოებით 4 საათის შემდეგ კი მგზავრები თბილისისკენ გამოფრინდნენ.
მეხის დაცემის დროს თვითმფრინავში პლასტიკური ქირურგი კოტე მათითაშვილიც იმყოფებოდა. მათითაშვილი „ფეისბუქზე“ წერს, რომ მათი გადარჩენა, დიდწილად, მფრინავის დამსახურებაა.
„მოკლედ, მეხმა გლიჯა ჩვენს თვითმრინავს, (კი დავინახე კაი ძლიერი ელვა ფრასთან, მაგრამ რას არმოვიდგენდი) ასე გვითხრეს, გადავრჩით! ! ! აფრენიდან 40 წთ-ში დავჯექით ისევ ათათურქში …. ახლა კარგად ვართ, პილოტი ძლიერი, მადლობა მას!!!!!!!! ველოდებით შემდეგ აფრენას, შოკია !!!!! 80% იყო შანსი რომ …. ასე ამბობენ … აბა. მფრინავის ხმა საუბრისას … ვაააა კინოა რა! ეხლა საჭმელი მოიტანეს,“ – დაწერა კოტე მათითაშვილმა სტამბულიდან გამოფრენამდე.
„ფეისბუქის“ კიდევ ერთი მომხმარებელი, ნინი დარჩია კი წერს, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის ძალიან დიდი შანსი იყო.
„თურმე სასწაულები მართლა ხდება:)
დღეს, სტამბულიდან თბილისში ვბრუნდებოდით.. უცებ საშინელი ხმა იყო, მთელი თვითმფრინავი განათდა და რაღაც წარმოუდგენელი რყევა და ნჯღრევა დაიწყო თვითმფრინავმა.
პილოტმა გამოაცხადა, რომ თუ მოვახერხებდით ისევ ათათურქში დაგვსვამდა.
ის 40 წუთი, როდესაც თვითმფრინავს ჩამოვარდნის 80%იანი საფრთხე ქონდა საერთოდ არ მახსოვს.
გაირკვა რომ ჩვენს თვითმფრინავს მეხი დაეცა, მწყობრიდან გამოვიდა და რადარებიდან გაქრა. და ჩვენ მაინც გადავრჩით.
3 საათში ისევ თვითმფრინავით თბილისში გამოვფრინდით.
არ ვიცი რა ვთქვა, ან ეს რა ისტორიაა, უბრალოდ ცოცხლები ვართ:))“-წერს დარჩია.