LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომაში მყოფი 25 წლის პაციენტის ადვოკატები დამნაშავეების დასჯას და სამედიცინო კონსილიუმის შეკრებას ითხოვენ

222
pjimage (1)

უკვე 20 თვეა არასწორად ჩატარებული ოპერაციის გამო 25 წლის გოგონა კომაში იმყოფება. პაციენტის ადვოკატები ყველა დამნაშავის დასჯასთან ერთად, სამედიცინო კონსილიუმის შეკრებასაც ითხოვენ.

მათი თქმით, ექიმები უნდა დასხდნენ და გადაწყვიტონ, როგორ გამოიყვანენ ახალგაზრდა ქალს კომატოზური მდგომარეობიდან.

როგორც პაციენტის, მამა ბადრი ცირეკიძე ამბობს, ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს და პასუხისმგებლობა ჯანდაცვის სამინისტროს ეკისრება.

“მე როცა მივაკითხე მას ივნისის თვეში სექტემბრამდე მალოდინეს და ვიცოდი, რომ იტალიელი ექიმები უკეთებდნენ ოპერაციას ჩემს შვილს, მაგრამ როგორც დადგინდა ამ ბატონს იტალიელი ექიმები ასწავლიდნენ როგორ უნდა ჩაეტარებინა ოპერაცია, მაგრამ არცერთ მხარეს ამის გაკეთები უფლება არ ჰქონდა. ჩემი მთავარი მოთხოვნა არის, რომ სამართალი აღდგეს, ყველა დამნაშავე დაისაჯოს, რადგან სხვისი შვილებიც ანალოგიურ მდგომარეობაში არ ჩავარდნენ. ჩაერიოს ქვეყანა, ჩაერიოს ჯანდაცვა. მთლიანად, მთელ პასუხისმგებლობას ვაკისრებ ჯანდაცვას. თუ რამე სხვა გზები გამოინახება, რომ იქნება რაღაც მდგომარეობა დავუბრუნოთ. ამ ეტაპზე მთლიანად უმოქმედოდ არის”, – ამბობს ბადრი ცირეკიძე

ოჯახის ადვოკატი, გაიოზ ჩარკვიანი კი აცხადებს, რომ  მ.ხ-სა და ვ.ყ-ს შესაბამისი სერთიფიკატი და ლიცენზია არ გააჩნიათ, რომ საექიმო მანიპულაცია ჩაეტარებინათ.

შეგახსენებთ, პაციენტმა ხერხემლის პრობლემით თბილისის ცენტრალურ ჰოსპიტალს 20 თვის წინ მიმართა. პროკურატურის ინფორმაციით, პაციენტს ოპერაცია იტალიიდან მოწვეული ექიმების ნაცვლად, შესაბამისი ლიცენზიის არმქონე პირებმა გაუკეთეს. რამდენიმე ოპერაციის შემდეგ, მორიგი ანესთეზიის დროს პაციენტი კომაში ჩავარდა. გოგონა მ დრომდე უგონო მდგომარეობაში იმყოფება. სასამართლომ “თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს” დირექტორს 100 000-ლარიანი გირაო, ექიმებს კი პატიმრობა შეუფარდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g