LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაჩალიაშვილის საქმის ახალი დეტალები: “21 და 22 ივლისს თეთრიწყაროში ელექტროენერგია გამოირთო, რათა მანქანის გადატანის მოწმე არავინ ყოფილიყო”

63407
BeFunky-collage (2)

თამარ ბაჩალიაშვილის დედის თეონა თამაზაშვილის განცხადებით, 21 და 22 ივლისს თეთრიწყაროში ელექტროენერგია იმიტომ გამოირთო, რომ მანქანის გადატანის და ტყესთან დატოვების მოწმე არავინ ყოფილიყო.

თამაზაშვილი აღნიშნავს, რომ საქმე „ჩვეულებრივი მოკვდავის“ ჩადენილი არ არის.

მისივე განცხადებით, თეთრიწყაროს რაიონის მაცხოვრებლები ტერორის ქვეშ იმყოფებიან.

გადმომეცა საკმაოდ მოცულობითი დოკუმენტაცია, რომელიც ბევრ რამეს ნათელს მოჰფენს - ადვოკატი

მთავარ პროკურორთან შემდეგი შეხვედრა, სავარაუდოდ, ორშაბათს შედგება.

„21 და 22 ივლისს ზუსტად იმიტომ გამოირთო შუქი, რომ დანარჩენ დღეებში მანქანა ისე ყოფილიყო მიყვანილი და დადებული იმ ადგილას, რომ ამის მოწმე არავინ არ ყოფილიყო. ჩემი ეჭვი ის არის, რომ ეს „ჩვეულებრივი მოკვდავის“ ჩადენილი, რომ ყოფილიყო აქამდე იქნებოდა გამოძიებული, აქ ძალიან მაღალი რანგის თანამდებობის პირებთან გვაქვს საქმე, რომლებიც ყველანაირად ატერორებენ თეთრიწყაროს რაიონს. ჩვეულებრივი ადამიანი ყველას ვერ დააშინებს, არიან ისეთები, რომლებიც ზუსტად აშინებენ და ქვეყანაში, სადაც მიუწვდებათ ხელი ყველაფერს იყენებენ“,-განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

თეონა თამაზაშვილის განცხადებითვე, თამარს კომპიუტერი ორშაბათს სამსახურში უნდა მიეტანა. მკვლელობა შაბათს კი იმიტომ მოხდა, რომ ეს ვერ გაეკეთებინა. გარდაცვლილი პროგრამისტის დედა აღნიშნავს, რომ კომპიუტერზე იყო “ფლეშკა”, რომელიც დაკარგულია.

ადვოკატი: 5 დღე ავტომობილი იქ არ მდგარა...აღმოჩნდა ადამიანი, რომელმაც სამი დღის ჩანაწერი გააკეთა

"შეეშალათ მორიგეობა და გარკვეული დევნაც კი განახორციელეს ამ პიროვნებაზე."

„უკვე 100 პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ სამსახურთან კავშირში არ არის, რადგან სამსახურიდან თამარი უკვე წამოსული იყო. ძალიან კარგად არის შესწავლილი თამარის ცხოვრება, თამარის ფსიქოლოგიური ტიპი და ეს მზაკვრული გეგმა არის დასახული თვეების მანძილზე და არა ერთ დღეს, სპონტანურად. თამარს ორშაბათს კომპიუტერი უკვე სამსახურში უნდა დაებრუნებინა. ამის გაკეთება იმიტომ გადაწყდა შაბათს, რომ არ დაბრუნებულიყო კომპიუტერი და აღმოჩენილიყო მათ ხელში. კომპიუტერზე იყო „ფლეშკა“, რომელიც დაიკარგა“ ,-აცხადებს თეონა თამაზაშვილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g