LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორია ტურისტის თვალით დანახული აჭარა?- ახალი ტურისტული ვიდეორგოლი გავრცელდა

135

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა აჭარის პოპულარიზაციის მიზნით გადაღებული კიდევ ერთი ვიდეორგოლი – „აჭარის ფერები“ გაავრცელა. დეპარტამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კლიპში წარმოდგენილია ტურისტის თვალით დანახული აჭარა, თავისი მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტებითა და შესაძლებლობებით. ვიდეორგოლი დეპარტამენტის შეკვეთით სარეკლამო კომპანია JWT METRO-მ გადაიღო.

„თამამად შეიძლება ითქვამს, მსგავსი კონცეფციის ვიდეორგოლი ქართული ტურისტული და ასევე სარეკლამო ბიზნესისთვის სრულიად ახალი პროდუქტია. კლიპში გადმოცემულია ტურისტების თვალით დანახული აჭარა. ვიდეორგოლის სათაური „აჭარის ფერები“, ისევე როგორც მისი შინაარსი და ვიზუალიზაცია ზედმიწევნით ზუსტად ასახავს ჩვენი რეგიონის მრავალფეროვნებას“, – განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.

შეგახსენებთ, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის დაკვეთით სულ ამ ეტაპისთვის 4 ვიდეორგოლია გადაღებული, რომელსაც ტურისტები 16 სამიზნე ქვეყანაში ნახავენ.

https://www.youtube.com/watch?v=In8IS-UdnYw

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g