LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან ყოჩიაშვილი: „ღალატი არც ქალს ეპატიება და არც მამაკაცს…“

1076
levan kochiashvili

მსახიობი ლევან ყოჩიაშვილი ჟურნალ „სარკესთან“ ღალატის თემის შესახებ საუბრობს. „ჩემი ცოლის დაქალების“ ყველა სეზონის მონაწილე მსახიობი და მისი ერთ-ერთი მთავარი გმირი აღნიშნავს, რომ ღალატი არავის ეპატიება:

„მაგას ჯობია, ადრე და ოჯახიდან წახვიდე. ღალატი ცუდია და ტყუილზე აგებული ურთიერთობაა. ამ საკითხში ძალიან მკაფიოდ ვარ ჩამოყალიბებული, რომ ღალატი ღალატია და ის არც ქალს ეპატიება და არც კაცს“.

ლევან ყოჩიაშვილი სერიალის შესახებაც საუბრობს და აღნიშნავს:

„ქეთი დევდარიანმა გოცირიძეების სიტუაცია ისე გაართულა, რომ მარტივი გამოსავალი აღარ იქნება. სცენარი რომ პირველად წავიკითხე, ცოტა გავოცდი. ეს უკვე „დაქალები“ აღარ იყო. მეგონა, სხვა ფილმის სცენარს ვკითხულობდი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g