ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
]ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. აქვე მოცემული ინფორმაციის მიხედვით, ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 1 370 შემთხვევაა დადასტურებული.
ბოლო მონაცემებით განკურნებულთა რაოდენობა კიდევ 10-ით გაიზარდა და ამჟამად 1108-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 903 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 278.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.