საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ამავე გვერდის მონაცემებით, ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის სულ 1 385 შემთხვევაა დადასტურებული.
20-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, განკურნებულთა რაოდენობა ამჟამად 1 128-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 903 მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.