LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დაშბაშის კანიონზე“ უნიკალური ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია

761
1-2019-12-10-10-19-16-429635

პირველი კერძო საერთაშორისო ინვესტიცია საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე – ქვემო ქართლში, „დაშბაშის კანიონზე“ უნიკალური ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია!

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში:

  • „დაშბაშის კანიონზე“, თანმდევი ეკოტურისტული ბილიკებით და ვიზიტორთა ცენტრით, 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი განთავსდება.
  • დაცული ტერიტორიების მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება სასტუმროები და დამატებითი ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა.

„რეკორდული საინვესტიციო ღირებულების მქონე პროექტი ხელს შეუწყობს ქვემო ქართლის რეგიონში ტურისტული სერვისების განვითარებას და პოზიტიურად იმოქმედებს როგორც გარემოზე, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე“, – აცხადებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

შეგახსენებთ, 2012 წლიდან დღემდე, ალგეთის ეროვნულ პარკში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად:

  • აშენდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ვიზიტორთა ცენტრი, სადაც განთავსდა დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ოფისი, საკონფერენციო დარბაზი, საგამოფენო სივრცე და კაფეტერია.
  • მოეწყო შემეცნებით-გასართობი ატრაქცია „თოკების პარკი“, რომელიც ორ ასაკობრივ ზონადაა დაყოფილი და სხვადასხვა დაბრკოლებებს მოიცავს.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g