LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვერ გადმოვცემ სულიერ სიმძიმეს… თითქოს ძველი ჭრილობა გამეხსნა“ – გელა დაიაური შატილის ტრაგედიაზე

2921
gela daiauri

შატილის გზაზე მომხდარ ტრაგედიას პოეტი გელა დაიაური სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ვერც სიტყვით და ვერც საუბრით გადმოვცემ იმ სულიერ სიმძიმეს, რაც მომხდარმა ტრაგედიამ გამოიწვია ჩემში, თითქოს ძველი ჭრილობა გამეხსნა… სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახებს და ვუთანაგრძნობ“ … წერს გელა დაიაური სოციალურ ქსელში. 

2010 წლის 22 ივლისს მთელი საქართველო შეძრა მუცოს ხეობაში  დატრიალებულმა ტრაგედიამ. “ჯიპის” მარკის ავტომობილი, სადაც 10 ადამიანი იჯდა, გზიდან გადავარდა. ავტოკატასტროფამ 7 ადამიანის, მათ შორის – 3 მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა.

დაიღუპნენ გელა დაიაურის მეუღლე,  მომღერალი და პოეტი თეონა ქუმსიაშვილი, მათი ორი ვაჟი – დემეტრე და ჯარჯი, თეონას და – ნათია, გელა დაიაურის მეჯვარე ბერდია არაბული, მისი მეუღლე სოფო ღოღობერიძე და მათი ვაჟი – მამუკა.

საუბედუროდ, დემეტრე დაიაური და მამუკა არაბული ადიდებულმა მდინარე არღუნმა გაიტაცა…

თვითონ გელა დაიაური, თეონას ძმა – თორნიკე ქუმსიაშვილი და დაიაურებისა და არაბულების მეგობარი – თეონა ჭინჭარაული გადარჩნენ.

 

https://www.facebook.com/geladaiauri/posts/2992446220878613

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g