Jeep ჰიბრიდული Wrangler–ის მიმართ ინტერესის გაღვივებას აგრძელებს. მწარმოებელს სურს რომ მთავარი კონკურენტის Ford Branco–ს პრემიერა გადაფაროს. სწორედ ამიტომ, კომპანიამ მორიგი ვიდეო–რგოლი გამოაქვეყნა და სიახლის პრეზენტაცია დეკემბრის თვეში დააანონსა.
გავრცელებულ თიზერში, კროსოვერი თოვლიანი კლდის ნაპირასაა გაჩერებული და ზედა რაკურსითაა გადაღებული. მწარმოებელმა მოდელის ეკოლოგიურობას ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვა და ისიც აღნიშნა, რომ სიახლე იმდენად ჩუმი იქნება, ბუნებას საერთოდ არ შეაწუხებს.