2017 წელს ლევან წულაძის სპექტაკლს „როგორც გენებოთ“ 5 წელი შეუსრულდა. პრემიერა ლონდონში შექსპირის თეატრ გლობუსში (დიდი ბრიტანეთი) შედგა. 2012 წელს და მას მერე 25 საერთაშორისო და რეგიონულ გასტროლზე იმოგზაურა.
წელს სპექტაკლის იუბილე ბორჯომსა და ვარძიაში აღინიშნება და თეატრი განსაკუთრებულად ემზადება მაყურებელთან შესახვედრად.
როგორია მარჯანიშვილის თეატრის ორდღიანი პროგრამა სპექტაკლის 5 წლის იუბილესთან დაკავშირებით:
15 ივლისი | „როგორც გენებოთ“
ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში
სპექტაკლის მასპინძელი: საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო | ემეგობრე მემკვიდრეობას
დასაწყისი 20:00 საათზე
16 ივლისი | „როგორც გენებოთ“
ბორჯომის პარკის შესასვლელში
სპექტაკლის მასპინძელი: IDS ბორჯომი საქართველო
დასაწყისი 20:00 საათზე