LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ღირს „პისიარ“ ტესტი, რომლის გაკეთებაც საქართველოში ჩამოსული ყველა მგზავრისთვის სავალდებულოა

1595
koronas testi

15 სექტემბრიდან საქართველომ საზღვარი გაუხსნა 5 ქვეყანას. ახალი რეგულაციებით საქართველოში ჩამოსულ ყველა მგზავრს, 72 საათის განმავლობაში „პისიარ“ ტესტი უნდა ჰქონდეს ჩატარებული.

ტესტის პასუხის არქონის შემთხვევაში მგზავრი ვალდებულია, კორონავირუსზე ტესტი საქართველოში ჩაიტაროს.

საზღვარგარეთ მცხოვრებ ძალიან ბევრ საქართველოს მოქალაქეს, აინტერესებს, რა თანხებთანაა დაკავშირებული ტესტის გაკეთება საქართველოში.

როგორც „ფორტუნას“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, ტესტი 250 ლარამდე ღირს.

„იმ შემთხვევაში თუ მგზავრს სიცხე დაუფიქსირდა, ტესტს სახელმწიფო თავისი ხარჯებით აკეთებს. ხოლო მათ, ვისაც ქვეყანაში შემოსვლისთვის საჭირო ტესტის პასუხი არ ექნებათ, საკუთარი ხარჯებით უნდა გაიკეთონ ტესტი. ამ დროისთვის ტესტის გაკეთება რამდენიმე კლინიკაშია შესაძლებელი და მისი ფასი 250 ლარამდეა“, – განუცხადეს „ფორტუნას“ ჯანდაცვის სამინისტროში. 

ისინი კარანტინს არ გაივლიან: 5 ქვეყანას საქართველომ საზღვარი გაუხსნა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g