LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოს ორი თანამშრომლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

105
ბათუმის ინფექციური

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოს ორი თანამშრომლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კორონავირუსი მათ გუშინ დაუდგინდათ.

კლინიკის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ექიმის ინფიცირება ქორწილის კლასტერს უკავშირდება, მეეზოვის კი დადასტურებული შემთხვევების კონტაქტს.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ნინო ნიჟარაძის განცხადებით, რეგიონში გატარებული ღონისძიებები მიმართულია იმისკენ, რომ შემზღუდავი რეგულაციები საჭირო არ გახდეს.

მინისტრი მოუწოდებს მოსახლეობას, დაიცვან ის მარტივი რეკომენდაციები, როგორიცაა ნიღბის ტარება და დისტანცია.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ცნობით, რეგიონში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g