LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველაზე მოდური მამა“ – ბრედლი კუპერი ლეასთან ერთად სეირნობს

305
page

2020 წელი ბრედლი კუპერისთვის საკმაოდ დატვირთულია, თუმცა, ის მაინც ახერხებს 3 წლის ქალიშვილისთვის დრო გამონახოს. ვარსკვლავური მამა-შვილი პაპარაცების ობიექტივში საკმაოდ ხშირად ხვდება. ამის გამო ბრედლის „წლის მამის“ ტიტულიც მიენიჭა.

„წლის მამა“- ბრედლი კუპერის და ლეას ფოტო ინტერნეტს იპყრობს

ახლა კი 45 წლის კუპერმა  „ყველაზე მოდური მამის“ წოდებაც დაიმსახურა. ის საკმოდ გემოვნებიანად იცვამს და ყოველ ჯერზე, საზოგადოების წინაშე  განსხვავებული სტილით ჩნდება. ცოტა ხნი წინ მამა-შვილი ნიუ-იორკის ქუჩებში დააფიქსირეს, ამჯერად კუპერმა მინიმალისტური სტილი მოირგო, მას კრემისფერი პერანგი და მუქი ყავისფერი შარვალი ეცვა, ლეა კი ცისფერ ტონებში იყო გამოწყობილი, მამას შავი პირბადე ეკეთა, ლეას კი ჭრელი პირბადე ამშვენებდა.

შეგახსენებთ, 45 წლის კუპერი  და 34 წლის შეიკი დაშორების შემდეგ, ქალიშვილს ერთობლივად ზრდიან, დასავლური მედია კი იუწყება, რომ წყვილი კვლავ ერთად არის.

ფოტო: ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი ისევ ერთად გამოჩნდნენ

გასულ კვირას დასავლური მედია ირინა შეიკისა და ბრედლი კუპერის შერიგებაზე წერდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები