LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

29 ივლისამდე ჩაქვი-მახინჯაურისა და ბათუმი-ქობულეთის გვირაბებში მანქანების მოძრაობაზე შეზღუდვებია

82

სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 92-ე კმ-ზე მდებარე ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბში 26 და 27 ივლისს გადაადგილების სპეციალური რეჟიმი წესდება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,შეზღუდვები ელექტრო სისტემის მოწესრიგების მიზნით და გვირაბის შიდა პერიმეტრის დასუფთავების გამო წესდება.

“2017 წლის 26 და 27 ივლისს, ღამის 00:00 სთ-დან დილის 07:00 სთ-მდე,  აღნიშნული გვირაბის ქობულეთი-ბათუმის მიმართულებაზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დროის აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე”, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

ხოლო, 28 და 29 ივლისს, ღამის 00:00 სთ-დან დილის 07:00 სთ-მდე,  აღნიშნული გვირაბის ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დროის აღნიშნულ მონაკვეთში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის ქობულეთი-ბათუმის მიმართულებაზე.

magti 5g