LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

27 წელი სოხუმის დაცემიდან: “ეს ომი ტრაგედიაა ყველასთვის, აფხაზებისთვისაც და ქართველებისთვისაც”

241
ეს მტავარ ფოტოზე

ომი, რომელიც 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა, 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა.

ყოველ 27 სექტემბერს – სოხუმის დაცემის დღეს – აფხაზეთიდან დევნილები ერთმანეთს გმირთა მოედანზე, ომში დაღუპულთა მემორიალთან ხვდებიან. წლებია, ამ დღეს მემორიალს გვირგვინებით ამკობენ ხელისუფლებისა თუ ოპოზიციის წარმომადგენლები.

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ყველას კარგად ესმის, რომ დღევანდელი დღე არის უმძიმესი ტრაგედია ქართველებისთვის და აფხაზებისთვისაც. მისივე თქმით, საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია და ქართველებმა და აფხაზებმა ყოველდღიურად უნდა ვიშრომოთ იმისთვის, რომ ეკონომიკურად ძლიერ და განათლებულ ევროპულ სახელმწიფოში ვიცხოვროთ.

“საერთოდ, ამ ომში გამარჯვებული არ არსებობს და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს ომი ტრაგედიაა ყველასთვის აფხაზებისთვისაც და ქართველებისთვისაც…

დღეს საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია და შესაბამისად, ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვიშრომოთ იმისთვის, რომ ჩვენი შვილებისთვის, აფხაზებთან ერთად, აფხაზებმა, ქართველებმა ჩვენ ყველამ ერთად ვიცხოვროთ ეკონომიკურად ძლიერ, განათლებულ ევროპულ სახელმწიფოში.

ეს ჩვენი მოვალეობაა ჩვენი შვილების წინაშე და დარწმუნებული ვარ გავაკეთებთ“ – განაცხადა გიორგი გახარიამ გმირთა მემორიალთან.

 

 

სოხუმის დაცემის 27 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. სახელმწიფო დროშა დაეშვა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.

სოხუმი გაქრა, ცეცხლის ალს აჰყვა ცაში… მწერლის ემოციური ბლოგი

აფხაზეთს საქართველო აკლია – ქართულ-აფხაზური ურთიერთობები ომამდე და ომის შემდეგ (ექსკლუზივი სოხუმიდან)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g