LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჭაბუკ მოჭიდავეთა ნაკრების 12 მედალი ევროპის ჩემპიონატზე

88

1 აგვისტოს, სპორტის მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა სამინისტროში უმასპინძლა ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებულ თავისუფალ და ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრებებს. პატარა მოჭიდავეებმა წარმატებით იასპარეზეს 24-30 ივლისს, სარაევოში გამართულ ჭაბუკ მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე. საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და მე-4 გუნდური ადგილი დაიკავა.

კიდევ უფრო შთამბეჭდავი იყო ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შედეგი – 2 ოქრო, 1 ვერცხლი, 4 ბრინჯაო და 1 გუნდური ადგილი. აღსანიშნავია, მარიამ კარელიძის (40 კგ) ბრინჯაოს მედალი, რომელმაც საქართველოს ისტორიული მედალი მოუტანა – ამ დრომდე მოჭიდავეებს გოგონათა შორის ევროპის ჩემპიონატზე მედალი არ ქონიათ. მოჭიდავეებთან შეხვედრას დაესწრო მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე. ტარიელ ხეჩიკაშვილმა მოჭიდავეებს და ნაკრების მწვრთნელებს მადლობა გადაუხადა და ევროპირველობაზე მოპოვებული წარმატება მიულოცა.

 

ბოსნია; სარაევო; 24-30 ივლისი; ჭაბუკ მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატი

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები
გიორგი გეგელაშვილი (46 კგ) – ოქრო
გიორგი ჭოლაძე (42 კგ) – ოქრო
ვლადიმერ გამყრელიძე (54 კგ) – ვერცხლი
თორნიკე ქათამაძე (58 კგ) – ბრინჯაო

მე-4 გუნდური ადგილი

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები
ბექა გურული (54 კგ) – ოქრო
გიორგი შოთაძე (58 კგ) – ოქრო
გიორგი ცოფურაშვილი (76 კგ) – ვერცხლი
აკაკი ოსიაშვილი (50 კგ) – ბრინჯაო
ოთარ აბულაძე (63 კგ) – ბრინჯაო
დავით სოლოღაშვილი (69 კგ) – ბრინჯაო

1 გუნდური ადგილი

ქალები
მარიამ კარელიძე (40 კგ) – ბრინჯაო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g