LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკრებულოსა და საავტორო უფლებათა ასოციაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა

90

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციას შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმს ხელი საკრებულოში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა და საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარემ, გიგა კობალაძემ მოაწერეს.

მემორანდუმი მიზნად ისახავს მხარეთა ურთიერთთანამშრომლობის გზით, საავტორო და მომიჯნავე უფლებების სფეროში საზოგადოებრივი ცნობიერების გაზრდას, ხელოვანების მხარდაჭერას და ამ პროცესში სახელმწიფო სექტორის აქტიურ ჩართულობას.

მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდება ერთობლივი პროექტები, რაც გაზრდის სახელმწიფოს მხრიდან საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვაში მონაწილეობას და ხელს შეუწყობს სფეროში არსებული პრობლემატიკის დარეგულირებას.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g