ყველასთვის ცნობილია, რომ ბლოგერები და ინფლუენსერები თავისი ფოტოებისთვის განსაკუთრებულ ადგილებსა და დეკორაციებს ეძებენ. მათთვის მთავარი რაც შეიძლება მეტი „ლაიქის“ მოგროვებაა, ამიტომ ხშირ შემთხვევაში უცნაურ გადაწყვეტილებებს იღებენ და ფოტოშოფსაც ხშირად იყენებენ.
ცოტა ხნის წინ კი ინტერნეტში ახალი ტრენდი გაჩნდა, ინსტაგრამსა და Tiktok–ზე გაჩნდა ფოტოები, სადაც პოპულარული ბლოგერები მდიდრული თვითმფრინავების ბორტზე პოზირებენ, თუმცა, როგორც გაირკვა ხშირ შემთხვევაში ეს კადრები რეალობას არ შეესაბამება.
თვითმფრინავებს ფოტოსესიებისთვის ხშირად სელებრითებიც ქირაობენ, თუმცა ინტერნეტ–ვარსკვლავებმა ეს მიდგომა კიდევ უფრო აქტუალური გახადეს.
ტვიტერის მომხმარებელმა ნიკით @maisonmeIissa ქსელში გაავრცელა კადრები, სადაც ასახულია სტუდია, რომელიც კერძო ლაინერის დიზაინშია შესრულებული.
„მხოლოდ ახლა მივხვდი, რომ ლოს–ანჯელესელი ბლოგერები ინსტაგრამზე სპეციალურ დეკორაციებში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებენ და მათ კერძო ლაინერებად ასაღებენ. სიგიჟეა იმაზე ფიქრი, რომ ყველაფერი რასაც ინტერნეტში ვხედავთ, გაყალბებული რეალობაა“
გოგონამ თავისი სიტყვების დასამტკიცებლად შესაბამისი კადრები გამოაქვეყნა.
Nahhhhh I just found out LA ig girlies are using studio sets that look like private jets for their Instagram pics. It’s crazy that anything you’re looking at could be fake. The setting, the clothes, the body… idk it just kinda of shakes my reality a bit lol. pic.twitter.com/u0RsOnyEEk
— melissa (@maisonmeIissa) September 25, 2020