LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბავშვო ბაღები ბავშვებს 18 სექტემბერიდან მიიღებენ

93

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში ახალი 2017-2018 სააღმზრდელო წელი  18 სექტემბერს დაიწყება.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, თემურ თორდინავას ბრძანებით, სააღმზრდელო წლის დაწყებამდე, საბავშვო ბაღების ადმინისტრაციებს დაევალათ შენობების სანიტარული დამუშავება, სამშენებლო ნარჩენების გატანა იმ ბაღებიდან, სადაც მიმდინარე არდადეგების პერიოდში სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩატარდა.

ასევე, მოხდება ბაგა-ბაღების ეზოების და შენობების უსაფრთხოების უზრუნველყოფის, სასმელი წყლის ლაბორატორიული ანალიზი, ცენტრალური გათბობის სისტემების შემოწმება და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და სხვა ტექნიკური სამუშაოების ჩატარება სააღმზრდელო პროცესის სათანადო პირობებში დაწყების უზრუნველყოფისათვის.

magti 5g