LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ირინა შეიკი „ბარბერის“ ქვედაბოლოში გამოჩნდა, ვიტო შნაბელი კი შეიკის სახლთან დააფიქსირეს

532
121540118-436587453980144-5590613616960238699-n

34 წლის მოდელის, ირინა შეიკის თითოეული გამოჩენა პაპარაცების სასურველი მომენტია, მისით აღფრთოვანებული საზოგადოება შეიკის დახვეწილ გემოვნებასა და  ვარსკვალვის მრავალფეროვან „ლუქებზე“ გამუდმებით საუბრობს. სულ ცოტა ხნის წინ, ირინა ნიუ-იორკის ქუჩებში კვლავ გამოჩნდა, ამჯერად მოდელმა „ბარბერის“ ქვედაბოლო მოირგო, მას შავი ჰუდი და ამავე ფერის ბათინკები შეუხამა.

სხვათა შორის, შეიკის ნიუ-იორკის სახლთან არტ-დილერი, ვიტო შნაბელი კვლავ დააფიქისრეს. შნაბელი ფეხით სეირნობდა, შეიკმა კი წვიმიან დღეს მანქანით  გადაადგილება გადაწყვიტა, ისინი თითქოს პაპარაცებს გაურბოდნენ. წყვილის შესახებ საზოგადოების აზრი ორად იყოფა, ზოგიერთი ფიქრობს, რომ მათ ფარული რომანი აქვთ, ზოგი კი მიიჩნევს, რომ ისინი უბრალოდ კარგი მეგობრები არიან.

შეგახსენებთ, მათ შესახებ ტაბლოიდები მას შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც 34 წლის მოდელი ქუჩაში 33 წლის ვიტო შნაბელთან ერთად, სეირნობისას გადაიღეს.

ირინა შეიკი ისევ შეყვარებულია - მოდელმა ახალი რჩეული გამოაჩინა (ფოტო)

34 წლის მოდელი ქუჩაში 33 წლის ვიტო შნაბელთან ერთად სეირნობდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები