LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუშინდელი დღიდან მოყოლებული მჭიდრო კავშირი გვაქვს საქართველოს მთავრობასთან – იან კელი

40

„ჩვენ გვქონდა მჭიდრო კავშირი საქართველოს მთავრობასთან გუშინდელი დღიდან მოყოლებული და ეს კავშირი დღესაც გაგრძელდა”, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის სრულუფლებიანმა ელჩმა, იან კელიმ, ბორჯომში გაჩენილი ხანძრის კომენტარისას განაცხადა.

“სიტუაცია არის რთული, ხანძრის ლიკვიდაციაში ძალიან ბევრი მეხანძრეა ჩართული. ჩვენ, როგორც საქართველოს პარტნიორებს, გვსურს, მხარი დავუჭიროთ და დავეხმაროთ საქართველოს ამ ძალისხმევაში, რომ მოახდინოს ხანძრის ლიკვიდაცია. ჩვენ გავაგზავნეთ დამატებითი მოთხოვნა და დავუკავშირდით ამერიკელი სამხედროების ევროპულ სარდლობას, რომელიც გერმანიაშია. ასევე USAID-ს და ვიკვლევთ იმ შესაძლებლობებს, კიდევ რითი შეგვიძლია, დავეხმაროთ საქართველოს ამ ძალისხმევაში. ვიცით, რომ მეზობელი ქვეყნები დაეხმარნენ საქართველოს და გამოგზავნეს გარკვეული ტიპის ტექნიკა,“– განაცხადა იან კელიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g