ჰონგ-კონგს ძლიერი ტაიფუნი უახლოვდება. ინფორმაციას CNN ავრცელებს, რომლის თანახმად, ჩინეთის მეგაპოლისში რამდენიმე საათია, გადაუღებლად წვიმს და ძლიერი ქარია.
მაკაუის მთავრობის სპიკერის, ევა ვანის ინფორმაციით, სტიქიას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
სტიქიამ ქალაქის ინფრასტრუქტურა დააზარალა, განსაკუთრებით დაზიანდა სანაპირო ზონა, სადაც მოსახლეობის ევაკუაციაა დაწყებული. ძლიერმა ტალღებმა ვიქტორიას პორტი დატბორა და ქუჩებზე გაჩერებული მანქანები გაიტაცა.
მეტეოროლოგებმა სტიქიას მაქსიმალური – მეათე კატეგორია მიანიჭეს და მოსახლეობას ქუჩებში გასვლისგან თავის შეკავება ურჩიეს.
https://www.youtube.com/watch?v=x122JjmDKgI