LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპაში Covid19-ით დაღუპულთა ყოველდღიური რაოდენობა წინა კვირასთან შედარებით თითქმის 40%-ით გაიზარდა

113
skynews-belgium-coronavirus-4971471

“ევროპაში კორონავირუსით დაღუპულთა ყოველდღიური რაოდენობა წინა კვირასთან შედარებით თითქმის 40%-ით გაიზარდა,”-ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრესსპიკერმა მარგარეტ ჰარისმა BBC-სთან განაცხადა.

ჰარისმა ასევე აღნიშნა, რომ ჯანმო სამომავლოდ სიკვდილიანობის ზრდას არ ელოდება, რადგან საავადმყოფოებმა გარკვეული გამოცდილება მიიღეს და ბოლო დროს დაინფიცირებულების დიდი ნაწილი ახალგაზრდები არიან და მათში დაავადების გართულება ნაკლებად მოსალოდნელია.

რაც შეეხება ინფიცირების შემთხვევებს, ჰარისმა აღნიშნა, რომ ევროპაში ინფიცირებულთა ყოველდღიური რაოდენობა წინა კვირასთან შედარებით მესამედით გაიზარდა.

„სამწუხარო ის არის, რომ რეანიმაციულ განყოფილებებში ბევრი მძიმედ ავადმყოფი ადამიანი ხვდება და ბევრ ქვეყანაში საავადმყოფოები ძალიან მალე ივსება პაციენტებით,“- განაცხადა ჯანმო-ს წარმომადგენელმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g