ნუკი კოშკელიშვილი ჟურნალ „სარკეს“ ესაუბრება. ტელეწამყვანი პანდემიის გამო მეუღლესთან ამერიკაში გამგზავრებას ვერ ახერხებს და შვილთან ერთად ჯერჯერობით თბილისშია. როგორც ტელესახე ამბობს, ის ძალიან დარდობს გაყოფილი ოჯახის გამო.
„ტალღასავით არის ჩვენი ემოციები – ხან ის მამშვიდებს, ხან – მე. არის მომენტები, როდესაც ვამბობ, რომ აღარაფერი მინდა და მხოლოდ ბენის გვერდით მინდა ყოფნა. ხანდახან ის ამბობს, რომ ბავშვი მის გარეშე იზრდება და ეს არ მოსწონს. მოკლედ, ერთმანეთის დამშვიდებაში ვართ.
ალბათ, თქვენც გაიგებდით მოარულ ხმებს, რომ თქვენ და ბენი დაშორდით და ამიტომ დარჩით თბილისში.
ხმები კი არა, პირდაპირ მეკითხებიან, ბენს ხომ არ გაშორდიო. არც ვაპირებთ! ჯერ ერთი, მე მაქვს უკან დასაბრუნებელი ბილეთი და ველოდები, როდის აღდგება კონკრეტულად ეს ფრენა. უბრალოდ, როდესაც გყავს მცირეწლოვანი შვილი, დღევანდელ რეალობაში ძალიან რთულია ამერიკაში გაფრენა. აქ მყავს დედაც და მამაც, რომლებიც ძალიან მეხმარებიან, ამერიკაში კი ამ რთულ პერიოდში ძალიან გამიჭირდებოდა ყოფნა“.

