LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ აშენებენ მდინარე ვერეს ხეობაში კიდევ ერთ კორპუსს – „სისულელის ნიშნები იკვეთება…“

469

გიორგი გოცირიძე სოციალურ ქსელში საუბრობს იმ ბუნებრივი კატაკლიზმების შესახებ, რომლებიც შესაძლოა, საქართველოში განვითარდეს. გიორგი ფოტოებსაც აქვეყნებს, რომლებიც მისი ნათქვამის დადასტურებად შეიძლება ჩაითვალოს.

ის წერს:

„ეს არის ამ წუთის მდ. ტვიბერი – მდ.მულხურას შესართავი (მესტიის მუნიციპალიტეტი – მყლახის თემი, სოფ. ჟაბეში), რომელიც იკვებება მყინვარებით – ასეთი გაფართოებული კალაპოტი და წყალუხვი არავის უნახავს!!!! სამწუხაროდ, ჩემი პროგნოზები მართლდება:

კლიმატის ცვლილებამ პერიგლაციალური ზონა გახადა ძალიან საშიში და ისტორიული სოფლების უსაფრთხოება და მთიან რეგიონებში დაგეგმილი ჰიდროტექნიკური ნაგებობების მიზანშეწონილობა დიდ კითხვის ნიშნებს წარმოშობს!!! ამას თუ კიდევ იმას დავუმატებთ, რომ მდ. ვერეს კალაპოტში კიდევ კორპუსის მშენებლობაზე მიდის საუბარი – შემიძლია თამამად ვთქვა, რომ უკვე სისულელის ნიშნები იკვეთება ერში…

P.S. მეორე ფოტო ასახავს დღევანდელ მდ. მესტიაჭალას, მესამე ფოტო კი ვერეს ხეობის უახლოეს მომავალს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g