2017 წლის შემოდგომაზე Aston Martin–მა დააანონსა, რომ უძრავი ქონების სეგმენტის დაპყრობას აპირებდა, რაღა თქმა უნდა, ლუქს კლასში. სპორტქარებისა და კროსოვერების ბრიტანულმა მწარმოებელმა გადაწყვიტა, რომ ინტერიერის დიზაინით საკმაოდ სერიოზულად დაკავდეს და ერთდროულად რამდენიმე საინტერესო პროექტი წარმოადგინა.
„ასტონის“ კრეატიული დირექტორისა და მისი გუნდის სადებიუტო ნამუშევარი მაიამიში ცათამბჯენი Aston Martin Residences გახდა. რასაც შემდეგ ავტოფარეხების დაპროექტება, ძვირადღირებული აგარაკები და ბოლოს მანჰეტენის ერთ–ერთ ყველაზე ცნობილ კორპუსში 130 William–ში 5 ბინის გაფორმება მოყვა.
ბოლო პროექტი ყველაზე გამორჩეული გამოვიდა.