“სამწუხაროდ ნებისმიერი თავყრილობა, რას დაარქმევთ ამას ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ძალიან ცუდად მოქმედებს ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე. მით უმტეს, როცა არ არის დაცული ელემენტარული წესები, მაგალითად, დისტანცია”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ჟურნალისტის შეკითხვას, რამდენად მიზანშეწონილი იყო აქციაზე წყლის ჭავლის გამოყენება სეზონური ვირუსებისა და პანდემიის ფონზე, იმნაძემ უპასუხა:
„ჩვენ ყველა პასუხისმგებელი ვართ კანონის წინაშე. კანონი კი სეზონურ თავისებურებებს არ ითვალისწინებს“, – განაცხადა იმნაძემ.
შეგახსენებთ, ეპიდემიოლოგების თხოვნის მიუხედავად თბილისში საპროტესტო აქციებზე რეგულაციების დაცვა ვერ მოხერხდა.
ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ 8 ნოემბრის შედეგს ერთ კვირაში ვიხილავთ.
„საღამოს ჩემზე კარგად გაისეირნეს, ვიღაცისგან წიხლი საწყენი არაა” – ამირან გამყრელიძე