LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვაფრთხილებ, ეს სასიკვდილოა” – თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსზე

1433
korona

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი იმ ადამიანებს მიმართავს, ვისაც მისი თქმით, კორონავირუსის არ სჯერა. დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მოსახლეობის დიდ ნაწილს კოვიდინფექციის არ სჯერა.

ის მოსახლეობას აფრთხილებს, პირველივე სიმპტომების აღმოჩენისთანავე მედიკოსებს მიმართონ.

„მოსახლეობის ძალიან სერიოზულ სეგმენტს არ სჯერა, რომ არსებობს კოვიდინფექცია და მიაჩნიათ, რომ ეს ვიღაცის გამოგონილია, ან რაღაც მიზნით ხდება ამით მანიპულირება. ვაფრთხილებ, ეს სასიკვდილოა.

"ჩემს მშობ­ლებს ვე­რა­ფერს და­აბ­რა­ლებთ! არ გა­პა­ტი­ებთ!" - გოგო, რომელსაც მშობლები კორონავირუსით დაეღუპა ჯანდაცვის მინისტრს მიმართავს

"1 საათი ადამიანი დერეფანში მეწვა საკაცეზე, წნევაც არ გაუზომეს და არც დამამშვიდებელი გაუკეთეს !"

ისევ მივმართავ იმ პაციენტებს, იმ ავადმყოფებს, მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელმაც შეგნებულად არ მიმართა ექიმს, ან არ ჰქონია მცდელობა, თუ ჰქონდა მცდელობა და ჯანდაცვა ვერ მოემსახურა, ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა, მაგრამ როცა არ მიმართავს ექიმს, სანამ უკიდურესად არ დამძიმდება და პირდაპირ სარეანიმაციო არ ხდება, ეს თვითონ მოსახლეობის და პაციენტის პასუხისმგებლობაა. ფაქტია, რომ ასეთი შემთხვევები სავალალოდ მთავრდება”, – ამბობს ცერცვაძე.

თუმცა სოციალურ ქსელში ხშირად ვრცელდება ინფორმაცია, რომ რეკავენ 112-ში და დაპირების მიუხედავად, შეიძლება დღეები ისე გავიდეს, ოჯახის ექიმმა არ დაურეკოს, ან ტესტს იმავე დღეს არ უკეთებენ და ეუბნებიან, რომ რიგია, ამიტომ მოცდა მოუწევს და ა. შ.

თენგიზ ცერცვაძე ინფიცირებულთა რაოდენობის მოსალოდნელ ზრდაზეც საუბრობს.

“ეპიდემიოლოგები და ამ საქმის სპეციალისტები გვეუბნებიან, პროგნოზი ისეთია, რომ ნოემბრის ბოლომდე შეიძლება ეს მატება გაგრძელდეს და შესაძლოა, 3 000-ს გადასცილდეს ახალი შემთხვევების რიცხვი. ბუნებრივია, ეს ძალიან სერიოზული გამოწვევების წინაშე აყენებს ჯანდაცვის სექტორს და პირველ რიგში, კლინიკურ სექტორს, რამეთუ ავადმყოფების გაზრდილი რაოდენობა არის პირდაპირი დატვირთვა კლინიკური სექტორისთვის”, – აცხადებს ცერცვაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები