დღეს ირაკლი ჩარკვიანის დაბადების დღეა. მეფეს 59 წელი შეუსრულდებოდა. მას დღეს უამრავი ადამიანი იხსენებს, მათ შორის, რასაკვირველია, მისი მეუღლე, ქეთათო და შვილი, ნანა.
ნანა მამასთან ერთად პატარაობისას ზღვაზე გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს:
„ხშირად მიფიქრია, ვისი ან რისი რეინკარნაცია ვარ. როგორ გამიმართლა, რომ ამ ხელებში დავიბადე.
გილოცავ
19/11/1961“.
ქეთათო კი ირაკლის ასე იხსენებს:
„დღეს 59 წლის გახდებოდი. ძალიან მიყვარს შენი დაბადების დღე, ყოველი 19 ნოემბერი განსაკუთრებული დღეა ჩემთვის. მიმძიმს ამ დღის უშენოდ აღნიშვნა და ყოველთვის ერთი და იმავე დილემის წინაშე ვდგავარ – ჯერ საფლავზე გავიდე, თუ მემორიალთან?! რადგან სადღაც სხვაგან, გარეთ წარმოუდგენელია შენი მოძებნა, რადგან ყოველთვის იყავი და ხარ იქ, სადაც ყველაზე მეტად მჭირდები და თუნდაც შენი ხმის ერთი გაგონება, ერთი ფრაზაც კი საკმარისია იმისთვის, რომ განუსაზღვრელი სითბო და სიყვარული გასცე, მანუგეშო, აბსურდულ ქაოსში რწმენა გამიმყარო და მომცე ძალა.
მეფე, გაგიმარჯოს!“