სოფელ ატენში, სიონის ტაძრის სამონასტრო კომპლექსთან, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა დასრულდა.
პროექტი ითვალისწინებდა საფეხმავლო ბილიკის მოწყობას, საზოგადოებრივი საპირფარეშოებისა და ავტოსადგომის მშენებლობას.
სამუშაოები 2019 წლის სექტემებრში დაიწყო და მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულდა.
სიონის ტაძრის სამონასტრო კომპლექსში ადგილობრივი და უცხოელი ტურისტების და მომლოცველების რაოდენობა მუდმივად მატულობს, მონასტერთან არსებული ინფრასტრუქტურა კი ვეღარ აკმაყოფილებდა გაზრდილ მოთხოვნას. პროექტის დასრულების შემდეგ კი სრულად მოწესრიგდა ტურისტული ინფრასტრუქტურა, რაც რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის.
პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა და მისი ღირებულება დაახლოებით 1.3 მილიონი ლარია.