სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი გერმანიის განვითარების ბანკის (KFW) ფინანსური სისტემების განვითარების განყოფილების ხელმძღვანელს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში სილვია პაშკეს შეხვდა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა აგროსექტორში სადაზღვევო მიმართულების გაძლიერებისთვის ფინანსური რესურსების მობილიზების შესაძლებლობებზე იმსჯელეს და საქართველოში აგროდაზღვევის პროგრამის სრულყოფის პერსპექტივები განიხილეს.
როგორც შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, გერმანიის მთავრობა და ევროკავშირი საქართველოში აგრარული დარგის განვითარებას აქტიურად უჭერს მხარს, რაც ცალსახად უმნიშვნელოვანესია მთავრობის ინიციატივების რეალიზებისთვის.
სილვია პაშკეს განცხადებით, საქართველოში აგროსექტორი სწრაფად ვითარდება, რაც ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობისთვის მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის.