LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ავიაცია 2019 წლის მაჩვენებლებს 2022 წელს დაუბრუნდება

136
0a1a-11

ავიაციის სექტორში COVID-19 პანდემიით გამოწვეული კრიზისი და საჰაერო მიმოსვლის ეტაპობრივი აღდგენის კუთხით არსებული ტენდენციები განიხილეს, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა, EUROCONTROL-ის მმართველი საბჭოს ვიცე-პრეზიდენტმა ლევან კარანაძემ და ამავე ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა იმონ ბრენანმა. მხარეებმა მიმოიხილეს როგორც საქართველოს, ისე ევროპის რეგიონის საჰაერო მოძრაობის მიმდინარე და საპროგნოზო მაჩვენებლები.

როგორც ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის (EUROCONTROL) გენერალურმა დირექტორმა შეხვედრაზე აღნიშნა, ყველაზე ოპტიმისტური სცენარით, ევროპის რეგიონი 2019 წლის საჰაერო მოძრაობის მაჩვენებლებს 2023 წელს მიუახლოვდება, ხოლო 2024 წელს გადაუსწრებს. აღნიშნული იმ შემთხვევაში გახდება შესაძლებელი, თუ ვაქცინა გლობალურად 2021 წელს ჩაეშვება მიმოქცევაში. ამავე სცენარის პირობებში, საქართველო გასული წლის მაჩვენებლებს 2022 წელს დაუბრუნდება, ხოლო 2019 წლის მაჩვენებლების გაუმჯობესებას 2023 წელს შეძლებს. გლობალურად, COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 2022 წელს მიღების შემთხვევაში, გასული წლის მაჩვენებლებთან მიახლოვებას ქვეყანა 2023 წელს შეძლებს, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ვაქცინა არაეფექტური აღმოჩნდება, საჰაერო მოძრაობის 2019 წლის მაჩვენებლებს როგორც საქართველო, ისე ევროპის რეგიონი 2024 წელსაც ვერ დაუბრუნდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები