LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებული კოვიდ–პაციენტი მედიკოსების მიმართ მადლიერებას ვიოლინოზე დაკვრით გამოხატავს

344
201118190929-grover-wilhelmsen-02-exlarge-169 (1)

მუსიკის მასწავლებელმა, რომელიც კორონავირუსით დაავადდა და ამჟამად სუნთქვის აპარატზეა შეერთებული, გადაწყვიტა საავადმყოფო ცოტა გაემხიარულებინა.

იუტაში მცხოვრები გროვერ უილჰემსენი ამჟამად ინტუბირებულია და ლაპარაკი არ შეუძლია, ამიტომ მედიკოსების მიმართ მადლიერება მუსიკით გამოხატა.

70 წლის პაციენტმა ერთ დღეს ფურცელი და კალამი მოითხოვა და მედდებს წერილი დაუწერა.

„იცით, ძალიან მინდა საავადმყოფოში დავუკრა. რას ფიქრობთ იმაზე, რომ ჩემმა მეუღლემ ვიოლინო მომიტანოს?“

ექიმებმა იმსჯელეს და გროვერის თხოვნის შესრულება გადაწყვიტეს. დაკვრის დროს პაციენტს ვიდეოც გადაუღეს და ქსელში გაავრცელეს.

 

ამ სცენის ნახვამ ცრემლებამდე მიმიყვანა. უყურო პაციენტს, რომელიც ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული და თან ვიოლინოზე უკრავს, მართლაც წარმოუდგენელი სცენაა. კარგად იგრძნობოდა, თუ რამდენს ნიშნავდა ეს მისთვის. დაკვრის პროცესში მას ნერვები დაუმშვიდდა და დაავადებაც ცოტა ხნით გადაავიწყდა.“ – აღნიშნა ერთ–ერთმა ექთანმა.

სანამ გროვერი უკრავდა საავადმყოფოს თანამშრომლები მისი პალატის გარშემო მოგროვდნენ და მუსიკოსის მადლობას მთელი გულისყურით უსმინეს.

აღსანიშნავია, რომ მისტერ უილჰემსენი საავადმყოფოში ერთი თვის წინ დააწვინეს და მისი მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია. უახლოს დღეებში მისი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნაც იგეგმება. მედიკოსები დიდ იმედს იტოვებენ, რომ პაციენტი შობას სახლში შეხვდება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები