TAMO’S SKIN-ის დამფუძნებელი, თამო ვაშალომიძე გადაცემაში „მედგიდი“ იხსენებს პერიოდს, როდესაც ღამის სმენაში მუშაობის გამო ძილის რეჟიმი არეული ჰქონდა.
„გამეღვიძა და მეგონა, რომ ვკვდებოდი. ჩემი უძილობა დაიწყო დაახლოებით 15 წლის წინ, როდესაც ვმუშაობდი ღამის სმენაში. მოხდა ისე, რომ როდესაც დილის 6-7 საათზე მივდიოდი სახლში ამას ჩემი ორგანიზმი მიეჩვია.
შემდეგ ორსულობის პერიოდში ვცდილობდი ძილის რეჟიმი დამეცვა. შემდეგ მქონია, შემთხვევა, რომ იმდენად უძილო ვიყავი საერთოდ ვეღარ დამიძინია“, – ამბობს თამო ვაშალომიძე.
